logo_geo
რუსეთში კლუბში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი
- +

5 ნოემბერი. 2022. 19:53

 

 

რუსეთში, ქალაქ კოსტრომში კლუბ-კაფე „პოლიგონში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

 

„ბოლო მონაცემებით, ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

 

რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი სიტნიკოვის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

 

კლუბ „პოლიგონში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა შენობის სახურავი. რუსული მედია წერს, რომ ეჭვმიტანილმა კლუბში სანადირო თოფიდან გაისროლა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

 

საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით უკვე საქმე აღძრა და აგრძელებს გამოძიებას.

 

 

big_banner
არქივი