logo_geo
„ეს არ უნდა მოხდეს“ - იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე
- +

5 ნოემბერი. 2022. 20:29

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ “ეს არ უნდა მოხდეს“.

 

„ახლა უკრაინაში ომია, რომელიც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო და მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა.  ჩვენ ჩვენს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ თავი დაიცვას“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

 

სტოლტენბერგის თქმით, ახლა პუტინი და სხვა რუსი ლიდერები განსაკუთრებით საშიშ ბირთვულ რიტორიკას ავლენენ.

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ არიან. ამიტომ, ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი