logo_geo
Reuters-ის ინფორმაციით, სერბების წარმომადგენლებმა კოსოვოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დატოვეს
- +

5 ნოემბერი. 2022. 23:15

 

 

სერბების წარმომადგენლებმა კოსოვოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დატოვეს,- ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მონაწილეობით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სესია გაიმართა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ სერბების წარმომადგენლები კოსოვოს ყველა ინსტიტუტს ტოვებენ: პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, პოლიციას და ოთხ ოლქში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს.

 

სერბი პოლიციელების ჯგუფმა სატელევიზიო კამერების წინ გაიხადა უნიფორმა.

 

სერბები ასეთი ფორმით პროტესტს გამოხატავენ კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი, რომლის თანახმადაც, 1 ნოემბრიდან კოსოვოს ყველა მოქალაქემ ავტომობილების სერბული სარეგისტრაციო ნომრები კოსოვური ნომრებით უნდა შეცვალოს.

 

დღეს დილით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთისა და რუსეთის ელჩებს შეხვდა, ასევე სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინეის. ვუჩიჩმა მათ სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ უამბო და სერბეთის მთავრობის შემდგომი ნაბიჯების მხარდაჭერა მოსთხოვა.

 

 

big_banner
არქივი