logo_geo
„შეჩერების რისკები არსებობს“ - NATO „მარცვლეულის დერეფანზე“
- +

6 ნოემბერი. 2022. 02:06

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მარცვლეულის დერეფნის“  მეორედ შეჩერების რისკები არსებობს იქამდე, სანამ ომი გრძელდება.

 

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინული მარცვლეული დაუბრკოლებლად უნდა მიეწოდებოდეს ქვეყნებს.

 

„რადგან ომი გრძელდება, რისკები არსებობს. ომის პირობებში „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

 

ალიანსის ლიდერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მოქმედებს უპასუხისმგებლოდ და დაუფიქრებლად.

 

მანამდე კი NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ  ალიანსი არ დაუშვებს უკრაინაში პუტინმა გაიმარჯვოს.

 

 

big_banner
არქივი