logo_geo
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება აღდგა
- +

6 ნოემბერი. 2022. 11:51

 

 

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინულ ელექტროქსელს მიუერთეს. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანებული ორივე გარე ხაზის შეკეთება მოხერხდა. ამჟამად სადგურის ექვსივე ბლოკზე ენერგიის მიწოდება აღდგენილია, დიზელის გენერატორები კი გამორთულია.

 

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს საოკუპაციო ძალები მარტიდან აკონტროლებენ. ამ დროის განმავლობაში სადგურის ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

big_banner
არქივი