logo_geo
ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩავარდა
- +

6 ნოემბერი. 2022. 13:51

 

 

ტანზანიის ავიაკომპანია „Precision Air“-ის ATR-42-500 სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა. ავიაკატასტროფა დღეს, 6 ნოემბერს მოხდა. ამის შესახებ ტანზანიის სახელმწიფო ტელეარხი წერს.

 

თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ დარ-ეს სალამიდან ქალაქ მვანცისკენ მიემართებოდა. ავარია მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ბუკობას აეროპორტში დაშვებას ცდილობდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ქარიშხალი და ძლიერი წვიმა გახდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 53 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ეკიპაჟის ოთხი წევრი.

 

ავარიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ცნობილია, რომ სულ მცირე 19 ადამიანი გადაარჩინეს.

 

 

big_banner
არქივი