logo_geo
მიხაელ გალერი: სანქციის დაწესება უნდა მოხდეს მაშინ, თუ იქნება მტკიცებულება
- +

7 ნოემბერი. 2022. 23:44

 

 

„როდესაც იქნება მტკიცებულება და არსებითი მტკიცებულება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესში ზომები იყოს მიღებული, იმ შემთხვევაში, თუ ის არღვევს ჩვენს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“, - განაცხადა ვეროპარლამენტარმა მიხაელ გალერიმ დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას.

 

„თუ ასეა, თუ რუსეთის ინტერესებს ემსახურება, მაშინ მასზეც უნდა დაწესდეს სანქციები. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება ამის შესახებ. ამ ეტაპზე საბოლოოდ რაიმეს არ ვამტკიცებ, მაგრამ კანონის მაღლა არავინ დგას. მგონი ანგარიშის ტექსტშიც ფრთხილადაა ფორმულირებული, რომ ეს უნდა მოხდეს [სანქციის დაწესება] თუ იქნება მტკიცებულება“, - აცხადებს გალერი.

 

 

big_banner
არქივი