logo_geo
ანტონიო გუტერეში: კაცობრიობა კლიმატური ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზატკეცილზეა
- +

8 ნოემბერი. 2022. 00:30

 

 

„კაცობრიობა კლიმატური ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზატკეცილზეა“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმარცხდებით. ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდატეხის წერტილს, რაც კლიმატის ქაოსს შეუქცევადს გახდის. ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ აქსელერატორზე გვაქვს მიბჯენილი“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

„შესაძლებლობების ფანჯარა ღია რჩება, თუმცა სინათლის მხოლოდ ვიწრო სხივი რჩება. რაც შეეხება კლიმატისთვის გლობალურ ბრძოლაში გამარჯვებას ან მარცხს, ეს ამ ათწლეულში მოხდება. ერთი რამ ცხადია: ვინც დანებდება, აუცილებლად წააგებს“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

 

 

big_banner
არქივი