logo_geo
ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- +

8 ნოემბერი. 2022. 01:04

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დამირეკა და არჩევნებში გამარჯვება მომილოცა და მითხრა, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბაიდენს მეგობრობისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მისი ერთგულებისთვის. ვუთხარი მას, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ დამატებით სამშვიდობო ხელშეკრულებებს და ასევე გავუმკლავდეთ ირანის აგრესიის საფრთხეს“, - დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Twitter-ზე.

 

 

big_banner
არქივი