logo_geo
დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყება
- +

8 ნოემბერი. 2022. 10:29

 

 

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას, თუ პარლამენტში კონტროლი რესპუბლიკელებს გადაეცემათ.

 

კონგრესში მმართველი ძალების შეცვლამ შესაძლოა შეერთებული შტატების სამომავლო პოლიტიკაც შეცვალოს, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით.

 

რამდენიმე შტატში შუალედური არჩევნები ვადაზე ადრე უკვე ჩატარდა, ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება მუშობას.

 

 

big_banner
არქივი