logo_geo
დონალდ ტრამპი: 15 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ
- +

8 ნოემბერი. 2022. 14:55

 

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

 

„ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს.

 

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს.

 

4 ნოემბერს, გამოცემა Axios-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ახლო წრე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის14 ნოემბერს გამოცხადებას განიხილავს.

 

3 ნოემბერს აიოვას შტატში გამართულ მიტინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას კვლავ მოუწევს კენჭის ყრა ქვეყნის სასიკეთოდ.

 

 

big_banner
არქივი