logo_geo
ემანუელ მაკრონი: რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება
- +

8 ნოემბერი. 2022. 15:02

 

 

„რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მომენტსა და პირობებს სწორედ უკრაინა აირჩევს.

 

„დღეს კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე ოპერატიული განმარტებების გაკეთების საშუალებას“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ კერძო საუბრებში უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ იგი ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

 

უკრაინის პრეზიდენტი გამორიცხავს მოსკოვთან მოლაპარაკებებს, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია.

 

 

big_banner
არქივი