logo_geo
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ
- +

9 ნოემბერი. 2022. 10:22

 

 

მსოფლიო მედიიის ფოკუსში ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების შედეგებია. ამ დროის მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ.

 

პრაიმერიზში, უკვე დაფიქსირებული ხმების მიხედვით, სენატში 100-დან 41 ადგილი რესპუბლიკელებმა, 40 მანდატი კი, დემოკრატებმა მოიპოვეს.

 

გაცილებით მეტია სხვაობა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც 218 ადგილიდან 137 რესპუბლიკელებს, დემოკრატებს კიმ, 77 ადგილი ერგოთ.

 

შუალედური არჩევნები გრძელდება. ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი, 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

 

 

big_banner
არქივი