logo_geo
სომხებმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრა სცადესამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 184 მანდატი მოიპოვეს
- +

10 ნოემბერი. 2022. 10:19

 

 

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 184 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

 

რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ჯერჯერობით თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.

 

 

big_banner
არქივი