logo_geo
„ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორის წიგნი, „ბერენი და ლიუტიენი“ 100 წლის შემდეგ გამოიცა
- +

1 ივნისი. 2017. 20:42



„ბეჭდების მბრძანებლის" ავტორის ახალი წიგნი - „ბერენი და ლიუტიენი" 100 წლის შემდეგ გამოსცეს. ჯონ ტოლკინის რომანი მკითხველს ადამიანისა და ელფი გოგონას სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას მოუთხრობს.


როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამ რომანზე მუშაობისას ტოლკინის შთაგონები წყარო მისი მეუღლე იყო,  სწორედ ამიტომაც ცნობილი ავტორის და მისი მეუღლის საფლავის ქვაზე ბერენისა და ლიუტიენის სახლებია ამოტვიფრული.


წიგნის რედაქტორია ტოლკინის შვილი ქრისტოფერი, ხოლო ილუსტრაციების ავტორი -  ალან ლი, რომელიც „ბეჭდების ბრძანებლის" ეკრანიზაციაზე მუშაობდა და "ოსკარის" მიიღო.


 

big_banner
არქივი