logo_geo
ინდოელი მოსამართლის განცხადებით, ფარშევანგი ცრემლებისგან ორსულდება
- +

1 ივნისი. 2017. 21:01


ინდოელი მოსამართლე მაჰემ შარმა, სოციალურ ქსელებში დაცინვის ობიექტად იქცა მას შემდეგ, რაც მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ დედალი ფარშევანგი, მამალი ფარშევანგის ცრემლებისგან ორსულდება. ინფორმაციას ავრცელებს The Telegraph-ი.


შტატ რაჯისტანში სასამართლო მოსმენის დროს მაჰემ შარმამ თქვა, რომ ფარშევანგი ინდოეთის ეროვნულ ფრინველად აირჩიეს იმიტომ, რომ ის „ღვთისმოსავია" და სიკვდილამდე არ შედის მდედრთან „ქორწინებაში".


გარდა ამისა, მოსამართლემ ხელისუფლებას შესთავაზა ინდური ცხოველის სიმბოლო - ვეფხვი, ძროხით შეცვალონ, რადგან ინდოელებისთვის ძროხა წმინდა ცხოველია.


მოსმენაზე განიხილებოდა ერთ-ერთი არაკომერციული ორგანიზაციის პეტიცია, რომელიც ძროხების ფერმებს ეხებოდა.

 

„ის, რომ ფარშევანგები გამრავლებისთვის ცრემლებს სვამენ, - ძველი მითია. ისევე როგორც სხვა ფრინველები, ფარშევანგებიც შეჯვარების გზით მრავლდებიან" , - განუმარტა ინდურ გაზეთ ორნიტოლოგმა.


მაჰემ შარმა არ არის ერთადერთი ადამიანი ვისთვისაც ძროხა წმინდა ცხოველია. ინდოეთის შტატ გუდჯარატში, ძროხის მკლელობისთვის კანონი გამკაცრდა და დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. პირუტყვის მკვლელობა ინდოეთის 36 შტატიდან მთლიანად ან სანახევროდ 20 შტატში იკრძალება. ახალ კანონამდე, დანაშაულისთვის სასჯელი 7 წელი და ჯარიმა 50 ათასი რუპი იყო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი