logo_geo
Wall Street Journal: რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა
- +

10 ნოემბერი. 2022. 14:16

 

 

რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.

 

გამოცემა წერს, რომ კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის უჭერდა მხარს.

 

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით კი, პენტაგონმა უარყო მოთხოვნა. WSJ-ს ცნობით, არსებობდა შეშფოთება, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებამ შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს და მოსკოვს მიაწოდოს სიგნალი, რომ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების სამიზნე შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები გახდეს.

 

 

big_banner
არქივი