logo_geo
გენერალი მარკ მილი: რუსეთს 100 000-ზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს, სავარაუდოდ, იგივე სიტუაციაა უკრაინის მხარესაც
- +

10 ნოემბერი. 2022. 14:40

 

 

უკრაინაში რუსეთს 100 000-ზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს, სავარაუდოდ, იგივე სიტუაციაა უკრაინის მხარესაც, - ამის შესახებ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

 

ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარკ მილიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრას უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა უწოდა. მისივე თქმით, ამ შეცდომის ფასის გადახდა რუსეთს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს.

 

მარკ მილი ასევე გაცხადებს, რომ თუ ზამთარში ფრონტის ხაზზე სტაბილიზაციის ნიშნები გაჩნდება, გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა მოლაპარაკებებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

 

„როდესაც ჩნდება მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა, ის უნდა გამოიყენო“, - აცხადებს აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე.

 

big_banner
არქივი