logo_geo
ეუთო კონგრესში არჩევნებზე: საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები სრულყოფილია, მაგრამ მარეგულირებელ სისტემაში არსებული ხარვეზები პოლიტიკაზე ფულის ზემოქმედების გამჭვირვალობას ამცირებს
- +

10 ნოემბერი. 2022. 21:06

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ზოგადად საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები სრულყოფილია, მაგრამ მარეგულირებელ სისტემაში არსებული ხარვეზები პოლიტიკაზე ფულის ზემოქმედების გამჭვირვალობას ამცირებს.

8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ორგანიზებული, იყო ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობა, მაგრამ ასევე ადგილი ფქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას და მცდელობს, შეელახათ ამომრჩეველთა ნდობა საარჩევნო პროცესისადმი მისი სამართლიანობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენების გზით. ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს.

კანდიდატებს ჰქონდათ წინა საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება, მაგრამ ბევრი წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ შექმნა არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები, ნათქვამია განცხადებაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენდა ეკონომიკა, ინფლაცია და აბორტზე უფლებები. ორივე ძირითადი პარტიის პოლიტიკური კამპანია გამოირჩეოდა მწვავე უთანხმოებით და პროვოკაციულ რიტორიკას ზოგიერთი კანდიდატის და ცნობილი კომენტატორის მხრიდან თან ახლდა რასისტული და ტრანსფობიური გამონათქვამები.

საკვანძო წინასაარჩევნო მარათონში რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა კანდიდატმა, მათ შორის, ვისაც სახელმწიფო მდივნად არჩევის შემთხვევაში თავიანთ შტატებში მომავალ არჩევნებზე მეთვალყურეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა, გააპროტესტა ან უარი განაცხადა 2020 წლის შედეგების ლეგიტიმურობის აღიარებაზე.

მწვავედ მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა და პროფესიონალურად მართულ პროცესში ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი" - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი დამკვირვებლების ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა. „სამწუხაროდ, ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ გრძელდება გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებით გამოწვეული სერიოზული შედეგები, როგორიცაა საარჩევნო მუშაკების შევიწროება და მუქარა. ხმათა რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით უნდა გადაიჭრას გარკვეული სისტემური პრობლემები, როგორიცაა წინასაარჩევნო მაქინაციები, რომლებიც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები, და არა პირიქით, და ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე.”

დამკვირვებლების თქმით, ზოგადად საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები სრულყოფილია, მაგრამ მარეგულირებელ სისტემაში არსებული ხარვეზები პოლიტიკაზე ფულის ზემოქმედების გამჭვირვალობას ამცირებს.

2020 წლის მოსახლეობის აღწერის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილი ხელახლა გადანაწილდა შტატებს შორის, ხოლო საარჩევნო ოლქები შეიცვალა. საარჩევნო ოლქების გადანაწილება უაღრესად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს: შტატის საკანონმდებლო ორგანოები პასუხისმგებელნი არიან 33 შტატში, ხოლო საგარეო კომისიები დანარჩენ 11-ში. სულ 78 იურიდიული საჩივარი იყო წარდგენილი კონგრესის ოლქის რუკების წინააღმდეგ ხშირად პარტიული ან რასობრივი მაქინაციების ბრალდებით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა ოლქის რუკები 8 შტატში. რუკების შემუშავებისას კომპეტენტური ორგანოები იყენებენ ალგორითმებს, რომლებიც ზოგჯერ ითვალისწინებდნენ პოლიტიკურად ხელსაყრელ ცვალებადებს, მათ შორის წარსულში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და რასობრივი დემოგრაფიის მონაცემებს ოლქის დონეზე. ამ ეტაპზე გადანაწილება სრულად არ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობას, წარმომადგენლობას და უმცირესობების სამართლიან წარმომადგენლობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

big_banner
არქივი