logo_geo
თეთრი სახლი: უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს
- +

11 ნოემბერი. 2022. 00:37

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

დღეს აშშ გამოაცხადებს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან ელემენტებს. ეს დახმარება გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს საკრუიზო რაკეტებისა და ირანული წარმოების დრონების გამოყენებას კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

big_banner
არქივი