logo_geo
ჟოზეფ ბორელი: ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად - ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას
- +

11 ნოემბერი. 2022. 11:09

 

 

ევროკავშირმა სამხედრო მობილობისა და კიბერთავდაცვის გეგმა წარმოადგინა. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროპაში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს. ბორელის თქმით, შექმნილი ვითარება ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ახალ გარემოსთან ადაპტაციას მოითხოვს.

 

„ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად. მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და ველოდებით პროგრესს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაში, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ალბანეთი კიბერთავდასხმებისგან ზარალდება“, - აღნიშნა ბორელმა.

 

 

big_banner
არქივი