logo_geo
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ხერსონიდან ჯარების გაყვანა დაასრულეს
- +

11 ნოემბერი. 2022. 16:51

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული ჯარების ქვედანაყოფების ხერსონიდან მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადასროლა დასრულდა.

 

„ხერსონის მიმართულებით, დღეს მოსკოვის დროით 05:00 საათზე რუსული ჯარების ქვედანაყოფების მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადასროლა დასრულა“, - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.

 

მისი თქმით, მარჯვენა სანაპიროზე არცერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა, ხოლო პერსონალის დანაკარგი არ იყო დაშვებული.

 

 

big_banner
არქივი