logo_geo
ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია
- +

12 ნოემბერი. 2022. 13:38

 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. ამის შესახებ მან გერმანულ RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესს რუსეთი აფერხებს, უკრაინა კი დათმობებზე არ უნდა წავიდეს.

 

„ამ ომის დაწყებით პუტინმა, პირველ რიგში, ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც ომამდე მოლაპარაკებების კუთხით მიმდინარეობდა. დიქტატორებმა უნდა გაიაზრონ, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებში შეჭრა არ შეიძლება“, - აცხადებს შოლცი.

 

 

 

big_banner
არქივი