logo_geo
არიზონის შტატიდან სენატში ადგილი „დემოკრატმა“ მარკ კელიმ შეინარჩუნა
- +

12 ნოემბერი. 2022. 14:50

 

 

„დემოკრატმა“ მარკ კელიმ არიზონის შტატიდან სენატში ადგილი შეინარჩუნა, რის შედეგადაც „დემოკრატიულ პარტიას“ კონგრესის ზედა პალატაში უკვე 49 მანდატი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

 

მათი ცნობით, მარკ კელიმ შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ბლეიკ მასტერსი დაამარცხა.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან. ამ დროისათვის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211, დემოკრატებს კი 201 მანდატი აქვთ. სენატში რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმა 49-49 მანდატის მოპოვება შეძლეს.

 

 

big_banner
არქივი