logo_geo
დმიტრო კულება: არ არსებობს არც ერთი ნიშანი, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგიდასთან ლამაზი ფოტოების გადასაღებად დასხდომის ეტაპი გავიარეთ
- +

12 ნოემბერი. 2022. 18:05

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა რუსეთმა შეაჩეროს „შიმშილის თამაშები“ უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გამო, რომელსაც ვადა შეიძლება მომავალ კვირას ამოეწუროს.

 

კულებამ  აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია.

 

„თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, - აღნიშნა კულებამ და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.

 

„არ არსებობს არც ერთი ნიშანი, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებას. მაგიდასთან ლამაზი ფოტოების გადასაღებად დასხდომის ეტაპი გავიარეთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

კულებამ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და, ასევე, არ მისცენ უფლება მოსკოვს, მსოფლიო ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით დააშანტაჟოს.

 

 

big_banner
არქივი