logo_geo
მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური, რომელიც წყალში ტივტივებს
- +

2 ივნისი. 2017. 01:13



ჩინეთში გაიხსნა მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში უდიდესი ელექტროდადგური, რომელიც მთლიანად წყალში ტივტივებს.  კომპანია Sungrow-ს მიერ აშენებული სადგური 40 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მიერთებულია ქალაქ ჰუაინანთან.


ადგილი, სადაც მზის პანელები განათავსეს, წარსულში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოებისათვის გამოიყენებოდა, შესაბამისად, წყალი იქ ზედმეტად მინერალიზებული და გამოუსადგარია. 


თავად ტბა წლების მანძილზე მინდინარე მოპოვებითი სამუშაოების შემდეგ წარმოიქმნა, მიწის ჩანგრევისა და წვიმის წყლით ამოვსების შედეგად.


მზის მოტივტივე პანელებს მარავლი უპირატესობა აქვს - განთავსებულია გამოუსადგარ წყალში, იზოგება მიწა, წყალი ბუნებრივად აგრილებს სისტემას, რაც წარმადობას ზრდის და სადგურს გადახურებისგან გამოწვეული საფრთხეებს აცილებს.  


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი