logo_geo
reuters: პუტინი ურთიერთობების გაღრმავებაზე ირანის პრეზიდენტს ესაუბრა
- +

13 ნოემბერი. 2022. 13:22

 

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის ქვეყნებს პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ესაუბრა, - ამის შესახებ reuters კრემლის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს.

 

განცხადებაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად როდის შედგა შეხვედრა.

 

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი აქტუალური საკითხების შესახებ, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში, მათ შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში“, - წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი