logo_geo
ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს
- +

13 ნოემბერი. 2022. 14:40

 

 

ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ, „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქს ალტი დაამარცხა. დემოკრატების კანდიდატმა ხმების 48.7 პროცენტი მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამ ლაქს ალტმა კი 48.2 პროცენტი. როგორი იქნება ძალთა ბალანსი, საბოლოოდ 6 დეკემბერს ჯორჯიაში დაგეგმილი მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადგინდება.

 

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის შუალედური არჩევნების შედეგებს - წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებს 211 მანდატის, ხოლო დემოკრატებს 207 ადგილის მოპოვების შანსი აქვთ.

 

 

big_banner
არქივი