logo_geo
აფეთქების შედეგად სტამბოლში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა
- +

13 ნოემბერი. 2022. 20:19

 

თურქეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC სტამბოლის გუბერნატორზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია აფეთქების მიზეზებზე ამ დრომდე არ ვრცელდება.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები მუშაობენ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

 

 

big_banner
არქივი