logo_geo
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
- +

14 ნოემბერი. 2022. 10:20

 

 

„ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია“, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

 

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ. სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.

 

აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

 

 

big_banner
არქივი