logo_geo
ყაზახეთის პრეზიდენტი კვლავ ყასიმ-ჟომართ თოყაევი გახდა
- +

22 ნოემბერი. 2022. 10:59

 

 

ყაზახეთის პრეზიდენტი კვლავ ყასიმ-ჟომართ თოყაევი გახდა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ნურლან აბდიროვმა განაცხადა.

 

ცესკოს მონაცემებით, თოყაევმა ხმათა 81,31% მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ჟიგული დაირაბაევს ხმა ამომრჩეველთა 3,42%-მა მისცა. დანარჩენი კანდიდატების შედეგები 3%-ს არ აღემატება. ამომრჩეველთა აქტივობამ 69,44% შეადგინა.

 

თოყაევის ინაუგურაცია 26 ნოემბერს გაიმართება.

 

2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ქვეყანაში ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააპატიმრეს. მარტში ტოკაევმა მასობრივი რეფორმების გატარება დააანონსა, სექტემბერში კი ხელი მოაწერა ბრძანებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ.

 

 

big_banner
არქივი