logo_geo
იერუსალიმში, ავტობუსის ორ გაჩერებასთან აფეთქებების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 დაშავდა
- +

23 ნოემბერი. 2022. 15:03

 

 

იერუსალიმში, ავტობუსის ორ გაჩერებასთან აფეთქებების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ისრაელის პოლიციაში მომხდარს, როგორც ტერორისტულ აქტს აფასებენ.

 

პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან, გივატ შაულში მოხდა. აფეთქების შედეგად, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფი 18 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მეორე აფეთქება რამოტის გზაჯვარედინზე, იერუსალიმის კიდევ ერთ შესასვლელთან მოხდა, რის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა.

 

პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქებები ჩანთებში დატოვებული დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყო გამოწვეული.

 

 

big_banner
არქივი