logo_geo
კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა
- +

23 ნოემბერი. 2022. 18:15

 

 

კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ექვსი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაზიანდა ორსართულიანი შენობა. სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა“, - ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, კიევში წყლის მიწოდება შეწყდა.

 

„სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წყლის მიწოდება აღადგინონ. ასევე ვმუშაობთ დედაქალაქში ენერგომომარაგების აღსადგენად“, - აღნიშნეს ქალაქის ადმინისტრაციაში.

 

 

big_banner
არქივი