logo_geo
პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში
- +

23 ნოემბერი. 2022. 18:57

 

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში.

 

სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები.

 

სამიტის მონაწილეები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად შედეგებს.

 

 

big_banner
არქივი