logo_geo
ფაშინიანი: სამწუხაროა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან
- +

24 ნოემბერი. 2022. 01:28

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით რეაქციაზე.

ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარი წარუმატებლობა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

big_banner
არქივი