logo_geo
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
- +

25 ნოემბერი. 2022. 01:15

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

 

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს იქ, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ვერ დაისვენებს მანამ, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს.

big_banner
არქივი