logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის
- +

25 ნოემბერი. 2022. 14:05

 

 

ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, NATO-მ უნდა მართოს არსებული რისკები, შეამციროს დაუცველობა და გაზარდოს მისი გამძლეობა.

 

„უკრაინის ომმა აჩვენა ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამიტომ, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე. ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები. შევამციროთ ჩვენი დაუცველობა და გავზარდოთ ჩვენი გამძლეობა. ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შემოგვიერთდებიან ბუქარესტის ყველა დისკუსიაზე. დროა, დავასრულოთ მათი გაწევრიანების პროცესი და მივესალმოთ მათ, როგორც ჩვენი ალიანსის სრულუფლებიან წევრებს. ეს მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ჩვენს ალიანსს - უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ ზონას - უფრო უსაფრთხოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მან ასევე ისაუბრა გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დახმარებაზე.

 

„გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან NATO-ს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა.

 

ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის. ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვასა და ქვეყნის დაცვის უნარის გაძლიერებაში“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

big_banner
არქივი