logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტმა პუტინის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული და ბარბაროსული დაბომბვა დაგმო
- +

25 ნოემბერი. 2022. 22:48

ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პუტინის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული და ბარბაროსული დაბომბვა დაგმო.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას და ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა [უკრაინას] მივაწოდოთ გადაუდებელი დახმარება, რომელიც მას სჭირდება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ენერგიისა და გათბობის აღსადგენად და შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმისთვის, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს.

big_banner
არქივი