logo_geo
ინდოეთის ოკეანეში ახალი წყალქვეშა ვულკანი წარმოიქმნა
- +

26 ნოემბერი. 2022. 10:13

 

 

ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ მაიოტას მახლობად ახალი წყალქვეშა ვულკანი წარმოიქმნა. ამის შესახებ Phys.org იტყობინება.

 

მათი მტკიცებით, ვულკანი 2018 წლის მაისში წარმოიქმნა. ამ დროს მაიოტას სანაპიროდან 50 კილომეტრში თითქმის 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

ვულკანის ზრდის კვალდაკვალ მეცნიერებმა 800 მიწისქვეშა მიკრობიძგი დააფიქსირეს. სამი კვირის განმავლობაში ასეთი მიკრობიძგები დღეში რამდენჯერმე მეორდებოდა.

 

4-წლიანი არსებობის განმავლობაში ვულკანმა 5 კუბურ კილომეტრზე მეტი ლავა გამოუშვა.

 

 

big_banner
არქივი