logo_geo
გრეტა ტუნბერგმა და ასობით ეკოაქტივისტმა შვედეთს კლიმატის საკითხებზე ქვეყნის მიდგომის გამო სასამართლოში უჩივლეს
- +

26 ნოემბერი. 2022. 10:26

 

 

შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა და ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა Auroras-ის 600-ზე მეტმა მონაწილემ კლიმატის საკითხებში შვედეთის პოლიტიკის გამო ქვეყნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ტუნბერგი Twitter-ზე წერს.

 

Bloomberg-ის ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ შვედეთის პოლიტიკა კლიმატის საკითხებში არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

 

„შვედური სახელმწიფო არ ასრულებს კონსტიტუციის მოთხოვნას მდგარი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რამაც ახლანდელი და შემდგომი თაობებისთვის სასიკეთო გარემო უნდა შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი