logo_geo
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა
- +

27 ნოემბერი. 2022. 15:17

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2012 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა. რამდენიმე დღის წინ ის ერევანს სტუმრობდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი გაიმართა.

big_banner
არქივი