logo_geo
ყაზახეთის პრეზიდენტი მოსკოვში პუტინთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა
- +

27 ნოემბერი. 2022. 22:48

 

 

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.

 

„ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა“, - ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

28 ნოემბერს მოსკოვში თოყაევი და პუტინი ყაზახეთსა და რუსეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ.

 

 

big_banner
არქივი