ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.
„ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა“, - ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
28 ნოემბერს მოსკოვში თოყაევი და პუტინი ყაზახეთსა და რუსეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ.