logo_geo
რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვოზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 ნოემბერი. 2022. 23:46

 

 

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვოზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის გუბერნატორი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

 

„რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი“, - აცხადებს გუბერნატორი.

 

მისი თქმით, რუსები მიზანმიმართულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

 

 

big_banner
არქივი