logo_geo
Microsoft-ი მომხმარებლებს Google-ზე უარის თქმისთვის ანაზღაურებას სთავაზობს
- +

3 ივნისი. 2017. 02:33



The Independent-ის ცნობით, კომპანია Microsoft-მა გაუშვა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, საძიებო სისტემა Bing-ის გამოყენებისთვის ინტერნეტმომხმარებელი დაჯილდოვდება, რომლის მიზანიც Google-ის მომხმარებლის მიზიდვაა. ჯერჯერობით, პროგრამა მხოლოდ ბრიტანეთში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებლისთვის მოქმედებს.


იმისათვის, რომ მომხმარებელმა ბონუსები დააგროვოს, Bing-ში Microsoft-ის საკუთარი გვერდიდან უნდა შევიდეს. ყოველი ახალი საძიებო მოთხოვნის შესაბამისად, მას ქულები დაეწერება, რომლის მეშვეობითაც კომპანიის მაღაზიებში - Windows და Xbox პროდუქციის შეძენა შეეძლება. პროგრამა რამდენიმე დონეს ითვალისწინებს - ახალბედებისთვის დღეში 10 ქულას, ძველი მომხმარებლისთვის კი - 50-მდე.


 

big_banner
არქივი