The Guardian-ის ინფორმაციით, დანიის პარლამენტმა იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომელიც მკრეხელობისთვის სასჯელს ითვალისწინებდა. დანიის კანონმდებლობაში შესაბამისი მუხლი ამა თუ იმ სახით 1683 წლიდან ფიგურირებდა.
ქვეყანაში დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი 1930 წლიდან ამოქმედდა. მას შემდეგ, მკრეხელობის ბრალდებით ორი განაჩენია გამოტანილი.