logo_geo
უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი კრიტიკულ დონეზე აქვს, თუმცა რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ჯერ კიდევ სერიოზული გამოცდაა ჩვენთვის
- +

5 დეკემბერი. 2022. 19:45

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული რაკეტების მარაგი შესაძლოა კრიტიკულ დონემდე დაეცა, რუსეთს მაინც აქვს საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენოს.

უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები მშვიდობიან, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი ტერორისტული თავდასხმა იყო.

რაც შეეხება რუსეთის მაღალი სიზუსტის იარაღს, მრავალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ რაკეტების მარაგი კრიტიკულ დონემდე დაეცა“, - განაცხადა მან.

რუსებს ახლა რეგულარულად მასიური სარაკეტო თავდასხმების საშუალება არ აქვთ, მაგრამ ეს არ ამცირებს უკრაინის ინფრასტრუქტურის ზიანსა და ზარალს. ეს ჩვენთვის სერიოზული გამოცდაა“, - აღნიშნა მან.

big_banner
არქივი