logo_geo
ვლადიმერ პუტინი ქერჩში ჩავიდა
- +

6 დეკემბერი. 2022. 10:29

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ქერჩში ჩავიდა და დაზიანებული ხიდით დაინტერესდა, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს აკავშირებს.

 

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი მშენებლებს გაესაუბრა, რომლებიც ოქტომბერში აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენაზე მუშაობენ.

 

რუსეთმა ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. ოფიციალურმა მოსკოვმა 8 ოქტომბერს ანექსირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიით უპასუხა. პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთiს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება.

 

საპროტესტო აქციების გამართვა აიკრძალება ისეთ ადგილებთან ახლოს, როგორიცაა: სამთავრობო შენობები, უნივერსიტეტები, სკოლები, ეკლესიები, აეროპორტები და პორტები, რკინიგზის სადგურები და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.

 

 

big_banner
არქივი