logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი
- +

6 დეკემბერი. 2022. 11:01

 

 

როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ორშაბათს განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის სერიით, რუსეთმა ასევე აღნიშნა, ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავი.

 

ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან დოკუმენტების ხელმოწერა აზრს მოკლებულია, რადგან ისინი ამ შეთანხმებას ნამდვილად დაარღვევენ. ამიტომ საჭიროა რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების „დემონტაჟი“ და მკვლელების პასუხისგებაში მიცემა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ზელენსკი მადლობას უხდის პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებისთვის, რომელსაც რუსული თავდასხმების გასანეიტრალებლად იყენებენ. ორშაბათს შავი ზღვის ფლოტიდან და ავიაციის საშუალებით განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის დროს, რუსეთმა 70-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, 60-ზე მეტი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.

 

 

big_banner
არქივი