logo_geo
ამერიკელ ოფიცერს სამხედრო საიდუმლოს გაცემისთვის 6 წელი მიუსაჯეს
- +

4 ივნისი. 2017. 03:29



ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების კაპიტან-ლეიტენანტს ედუარდ ლინს საიდუმლო მონაცემების გახმაურებისთვის თავისუფლება 6 წლით აღუკვეთეს. ამის შესახებ Apnews იტყობინება.


მაისში ოფიცერმა თავი დამნაშავედ ცნო საიდუმლო ინფორმაციის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების გამო. მან ქვეყნის თავდაცვის და საიდუმლო კონტაქტების შესახებ ინფორმაციები უცხოეთში გაახმოვანა. თავიდან, გასული წლის აპრილში ლინს ბრალი შპიონაჟში დასდეს. თუმცა, მოგვიანებით ეს ბრალდება მას მოეხსნა - წერს Military.com.


ოფიცერზე ეჭვი 2014 წელს მიიყანეს. დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ გაარკვია, რომ მას არ უპატაკია მისი კონტაქტების შესახებ ტაივანელ სამხედროებთან და ჩინელ ქალებთან, რომელთაგან ერთ-ერთი ჰავაიზე ნასაჟის სალონში გაიცნო.


ლინი იმაშიც გამოტყდა, რომ კონფიდენციალურ ინფორმაციას გადასცემდა ამერიკელ ქალს, რომელიც ვაშინგტონში ტაივანის ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას ლობირებდა.


ამის გარდა, ის მონაცემებს უზიარებდა ქალს, სახელად ქეთრინ ვუს, რომელიც მას ემიგრანტად გაეცნო ტაივანიდან, სინამდვილეში დაზვერვის ფედერალური ბიუროს საიდუმლო აგენტი იყო.


სასამართლოზე ოფიცერმა განაცხადა, რომ საიდუმლო მონაცემებს შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით გასცემდა.




 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი